ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი
ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 24
ტელეფონი: (+995 352) 2 10 23
ელ-ფოსტა: sofo19.86@mai.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: შპს
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5321
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტემარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. რეჟისორის მემორიალური ნივთების გარდა,მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართულითეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ.გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები,დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისისანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 3 ლ. ბავშვებისთვის: 2 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები,საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები,იძულებით გადაადგილებული პირები
გამოფენები: მოძრავი გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველკურსელთაყოველწლიური “ნათლობა” მარჯანიშვილთა ისტორიულ მარანში
გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი, დროებითი გამოფენების ბუკლეტები
მუზეუმის ფართობი: 864 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 218 კვ/მ.
საცავი: 44 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 76.4 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 557
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 85 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის მინისტრის 2008 წლის # 3/113 ბრძანება)
იმედია მოგეწონათ. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე (+995557636545_ მარიამი)
ОтветитьУдалить