ყვარელი _ ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე. რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19კმ–ზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1994 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლების და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის სათედრა და რეზიდენცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий