ილიას ტბა– რომელსაც სახელი დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის _ ილია ავჭავაძის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, ორი წლის წინ გაკეთდა. მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარლის რაიონში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის უნიკალურ ზონაში. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები და ტყეშეში ახალი სასტუმრო. ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარლის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის ანვითარების მიზნით და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა.
пятница, 8 ноября 2013 г.
воскресенье, 3 ноября 2013 г.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი
ნეკრესის ძელთაძველი ტაძარი ყვარლიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი სესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის ბევრ მნახველს აოცებს.
ფულის მუზეუმი ყვარელში
საქართველოში სხვადასხვა, პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონანტების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახბა, მაგრამ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვრელში ერთადერთია, რომელიც მთილანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება.
მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალ საუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე დაუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველიტ 10 ნომერში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და ვიზითორებს ყეველდღე, შაბათ–კვირის გარდა, დილით 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ემსახურება. ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს კვლავ ექნებათ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშწორებით.
მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალ საუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე დაუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველიტ 10 ნომერში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და ვიზითორებს ყეველდღე, შაბათ–კვირის გარდა, დილით 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ემსახურება. ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს კვლავ ექნებათ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშწორებით.
ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი
ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი
- მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 24
ტელეფონი: (+995 352) 2 10 23
ელ-ფოსტა: sofo19.86@mai.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: შპს
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5321
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტემარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. რეჟისორის მემორიალური ნივთების გარდა,მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართულითეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ.გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები,დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისისანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 3 ლ. ბავშვებისთვის: 2 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები,საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები,იძულებით გადაადგილებული პირები
გამოფენები: მოძრავი გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველკურსელთაყოველწლიური “ნათლობა” მარჯანიშვილთა ისტორიულ მარანში
გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი, დროებითი გამოფენების ბუკლეტები
მუზეუმის ფართობი: 864 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 218 კვ/მ.
საცავი: 44 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 76.4 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 557
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 85 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის მინისტრის 2008 წლის # 3/113 ბრძანება)
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
- მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2
ტელეფონი: (+995 352) 2 11 98, 2 05 11
ელ-ფოსტა: tamar_zuriashvili@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 4120
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველიმწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს დასაგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიასხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებებისთემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიასთხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 1 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
გამოფენები: ბავშვთა ნახატების გამოფენა, სამინისტროს დაფინანსებით რესტავრირებული ფერწერული ტილოების გამოფენა
საგანმანათლებლო პროგრამები: “მომავალი ჩვენია” – საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა, “მიეც ხელი მეზობელსა” - სხვადასხვა ეროვნებებისა და სოციალური ფენებისთვის ‘
გამოცემები: მუზეუმში დაცული ექსპონატების პოსტ-ქარდების კრებული
მუზეუმის ფართობი: 12261 კვ.მ.
მუდმივი ექსპოზიცია: 554 კვ.მ.
პერიოდული გამოფენები: 97.2 კვ.მ
საცავები: 95,25 კვ.მ.
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 9708
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2009 წლის # 3/164 ბრძანება)
ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მკვრთრად გაიზარდა კახეთის რეგიონით დაინტერესებული ტურისტების რიცხვი. ყვარელი უძველესი ისტორიული ძეგლებითა და მუზეუმებით ვიზიტორთა განსაკუთრებით, საინტერესო ადგილთა რიცხვშია. მე შევეცდები მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ყვარლის ღირსშესანიშნაობების შესახებ და გავაღვიძო თქვენში სურვილი ყვარლის სტუმრობის......
ყვარელი
ყვარელი _ ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე. რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19კმ–ზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1994 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლების და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის სათედრა და რეზიდენცია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)